English / ქართული / русский /
თეიმურაზ შენგელია
ეთნიკური ჯგუფების სოციალური კაპიტალის ქროს-კულტურული თავისებურებების ზეგავლენა ბიზნესზე

ანოტაციათანამედროვე პირობებში სოციალური კაპიტალის პრობლემას მიეძღვნა არაერთი ისტორიკოსის, სოციოლოგისა და ფსიქოლოგის მნიშვნელოვანი კვლევა, ის განსაკუთრებულ ადგილს იმკვიდრებს ეკონომიკურ მეცნიერებაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტერმინი „სოციალური კაპიტალი“ დაამკვიდრა პოლიტოლოგმა  რ. პატნემმა და სოციოლოგმა ჯ. კოულმანმა. მათი კვლევები მიეძღვნა სოციალური კაპიტალის ფენომენის სრულყოფილ შესწავლას. სოციალური კაპიტალის პრობლემატიკაზე, განსაკუთრებით მის სოციალურ-კულტურული ასპექტების შესწავლაზე არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი გამოქვეყნდა. განსაკუთრებით საინტერესოა ამ პრობლემის შესწავლა რეგიონული და ეთნიკური თავისებურებების გათვალისწინებით. წინამდებარე  სტატიაში განხილულია სოციალური კაპიტალის პრობლემა საქართველოში მცხოვრები რამდენიმე ეთნიკური ჯგუფის კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით, რაც იძლევა შესაძლებლობას, სრულიად ახლებურად წარმოვადგინოთ სოციალური კაპიტალის კვლევის მეთოდოლოგია და მივიღოთ ემპირიული შედეგები. ამ ხასიათის დასკვნების შედეგები გამოვიყენოთ ეფექტიანი მენეჯმენტის პრაქტიკაში.

საკვანძო სიტყვები: სოციალური კაპიტალი, ეთნიკური ჯგუფები, ბიზნესი, ქროს-კულტურული, ემპირიული დასკვნები.

შესავალი

სოციალური კაპიტალი  ადამიანური ურთიერთობების კომპლექსია, რომელიც განიცდის კონვერტირებას კაპიტალის სხვა ფორმებში. სოციალურ ჯგუფში  ასეთი კაპიტალის არსებობა ხელს უწყობს მისი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას. ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს  სოციალურ დონეზე - საკუთრივ საზოგადოებაში. საზოგადოებას, რომელსაც აქვს სოციალური კაპიტალის მარაგი, ეკონომიკურ განვითარებაში უფრო წარმატებულია [Knack, Keefer, 1997], ხოლო  ადამიანები უფრო  ჯანმრთელი და ბედნიერიები არიან [Almedom,   2005; Putnam,  2001].

სოციალური კაპიტალი აკმაყოფილებს ეკონომიკური კაპიტალის ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა: შეზღუდულობა, დაგროვების შესაძლებლობა, ლიკვიდურობა, კონვერტაციის, ტრანსფერის უნარი. სოციალური კაპიტალის დაგროვების უნარი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ მახასიათებელს, არამედ ის იმ ქსელის სპეციფიკაა, რომელშიც ჩართულია ინდივიდები [Shengelia, 2014]. რეგიონულ და საერთო ეროვნულ დონეზე სოციალური კაპიტალი ქმნის ეკონომიკური ზრდის პირობებს: ხელს უწყობს ახალი საწარმოების შექმნას, მცირე ბიზნესის და მეწარმეობის განვითარებას, ბაზრის ეფექტიანობის ამაღლებას. დღეისათვის, სოციალური კაპიტალის გავლენა ეკონომიკაზე დადასტურდა მთელ რიგ კვლევებში [მაგალითად: Adler P.,Kwon S. 2002, გვ. 398–405]. მათში, როგორც წესი, დადგენილია სოციალური კაპიტალის (პირველ რიგში, ნდობის) კავშირი ქვეყნების ეკონომიკურ მაჩვენებლებთან, მაგალითად, ინვესტიციების, მთლიანი შიდა პროდუქტის, ეკონომიკურ ზრდასთან. ეს ცხადყოფს ნდობის ფაქტორის მაღალ როლს ეკონომიკურ განვითარებაში, მაგრამ სრულად  ვერ  ხსნის სოციალური კაპიტალის გავლენას ბიზნესურთიერთობებზე. საზოგადოების დონეზე სოციალური კაპიტალი მნიშვნელოვნად უკავშირდება ეთნიკურ კულტურას [Fukuyama, 2002] და ის გარკვეულწილად განისაზღვრება ამ ფენომენით. ამის გამო, მულტიკულტურული საზოგადოების კვლევის პროცესში სოციალური კაპიტალის ქროსს-კულტურული შედარებები გახდა ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასეთ საზოგადოებათა რიცხვს მიეკუთვნება საქართველო.

ცხადია, სოციალური კაპიტალის ბიზნესზე გავლენის მექანიზმის დადგენა შეუძლებელია მისი კვლევისთვის ეთნოკულტურული მეთოდების გამოყენების გარეშე. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პოლიკულტურული საზოგადოების (როგორიც საქართველოა, სადაც ცხოვრობენ სხვადასხვა კულტურული კონფესიების, განსხვავებული ისტორიისა და ეთნოგენეზის წარმომადგენლები) სოციალურ კაპიტალს გააჩნია თავისებურებები. 

ლიტერატურის მიმოხილვა

ინტენსიური დისკუსია  და „სოციალური კაპიტალის“ კონცეფციის  შესწავლა სამეცნიერო ლიტერატურაში დაიწყო 1990-იანი წლების დასაწყისში. ჩვენს დროში სოციალური კაპიტალის კონცეფციის სწრაფი განვითარება შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომ მისი ფუძემდებლები ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავენ თანამედროვე საზოგადოებისა და ბიზნესის ეფექტიანი ფუნქციონირების საფუძვლებს ისეთი ცნებებით, როგორიცაა: ნდობა, კულტურა, სოციალური ქსელები, ნებაყოფლობითი ასოციაციები, ადამიანური კაპიტალი და სხვა. თანამედროვე ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებაში არსებობს ცალკეული პუბლიკაციები სოციალური კაპიტალის პრობლემაზე, ამასთან, თეორიულად და პრაქტიკულად ეს კონცეფცია ბოლომდე არ არის დამუშავებული.

სოციალური კაპიტალის ცნების ისტორიული საფუძვლები მე-18 და მე-19 საუკუნეებით თარიღდება და ის უკავშირდება ისეთი ავტორების ნაშრომებს, როგორიცაა: დურჰემი, სიმმელი, ვებერი, ტოკვილი და სხვები[Adler P., Kwon S. 2002]. შეიძლება ითქვას, რომ მისი თანამედროვე  კონცეფცია წარმოიშვა ამ სფეროში სამი  ცნობილი მეცნიერის ფუნდამენტური კვლევებით. ესენია ბურდიე, კოულმანი და პატმენი, რომლებმაც  საფუძველი ჩაუყარეს „სოციალური კაპიტალის“ თანამედროვე მულტიდისციპლინური თეორიის განვითარებას. 1916 წელს გამოქვეყნდა ლინდა ჰანიფანის სტატია, რომელიც ეხებოდა სოფლის სკოლების ადგილობრივ მხარდაჭერას, სადაც ავტორმა ტერმინი „სოციალური კაპიტალი“ გამოიყენა პირველად  სოციალური ინტეგრაციის აღსანიშნავად.

ეკონომიკური მეცნიერებისთვის სოციალური კაპიტალის კონცეფცია ადამიანის კაპიტალის კონცეფციის ლოგიკური განვითარება იყო. თუ გავაანალიზებთ სოციალური კაპიტალის კონცეფციას ეკონომისტების ნაშრომებში, შეიძლება აღინიშნოს, რომ აქ ის განიხილება როგორც საქონელი. ასე მაგალითად, კ. ჩარლზი და პ. კლაინი სოციალურ კაპიტალს განსაზღვრავენ, როგორც საქონელს, რომელიც ინდივიდების მიერ გამოიყენება არასაბაზრო სოციალური ურთიერთობის პროცესში იმ მიზნით, რომ მათ მიიღონ ისეთი ღირებული რესურსები, როგორიცაა: რჩევა, ფინანსური მხარდაჭერა და სხვა [Shengelia, 2017]. ბიზნესის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ნდობა, როგორც სოციალური კაპიტალის ძირითადი კომპონენტი, ასტიმულირებს ტრანსაქციული ხარჯების შემცირებას, ხელს უწყობს მდიდარი ინფორმაციის გაცვლას,  მონაწილეთა სხვადასხვა ინტერესების ჰარმონიზაციას. ამიტომ, რეპუტაცია ბიზნესში ხდება ღირებული აქტივი, რომელიც ნდობითი ურთიერთობების გასაღრმავებლად მნიშვნელოვანია. ბიზნესში დაუსაბუთებელი ნდობა მიგვიყვანს გაზრდილ დანახარჯებამდე, რადგან ის მოითხოვს ინვესტიციებს, დროს, ფულსა და მატერიალურ დანახარჯებს. შესაბამისად, ტრანსაქციული ხარჯების შემცირება შეიძლება  განვიხილოთ, როგორც ნდობაში და შესაბამისად სოციალურ კაპიტალში ინვესტირების შედეგი.  ნდობის,  როგორც სოციალური კაპიტალის დეტერმინანტის შესახებ კლასიკური  ნაშრომები  ეკუთვნის ფრენსის ფუკუიამას. მეცნიერი სოციალურ კაპიტალს განიხილავს, როგორც საზოგადოების გარკვეულ პოტენციალს ან მის ნაწილს, რომელიც  იგება მისი წევრების ნდობაზე. ნდობა სოციალური კაპიტალის მთავარი ელემენტია. ფ.ფუკუიამას ნდობა ესმის, როგორც საზოგადოების წევრებს შორის იმის მოლოდინი, რომ მისი სხვა წევრები მოიქცევა მეტ-ნაკლებად  პატიოსნად, ყურადღებით, საზოგადოებაში დადგენილი საერთო ნორმების შესაბამისად. ამ ნორმების ნაწილი დაკავშირებულია ფუნდამენტურ ფასეულობებთან (მაგალითად, ღმერთის ან სამართლიანობის აღქმა), მაგრამ ისინი ასევე მოიცავენ ისეთი საყოველთაო საკითხებს, როგორიცაა პროფესიული სტანდარტები და ქცევის კოდექსი. ფ.ფუკუიამა ხაზს უსვამს იმ  მნიშვნელოვან გავლენას, რომელსაც ახდენს კულტურა, სოციალური კაპიტალი და ნდობა საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებაზე. თავის წიგნში „ნდობა“, მეცნიერი ასაბუთებს, რომ ქვეყნის ბიზნესის სტრუქტურის სპეციფიკური მახასიათებლები: საწარმოოთა მასშტაბები, ეკონომიკურ სისტემაში მათი განაწილება, ცალკეული ფირმების ორგანიზაციის ფორმები, განაპირობებულია   ისეთი ფენომენით, როგორიცაა კულტურა [Fukuyama, 2002].

თუ ზემოთ თქმულს შევაჯამებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკურ კვლევებში სოციალური კაპიტალი ხშირად განიხილება, როგორც საქონელი ან სარგებლიანობის მაქსიმალური ზრდისა და ტრანსაქციული დანახარჯების შემცირების გზა. სოციალური კაპიტალის სტრუქტურაში ბიზნესის სფეროს მკვლევარები ხშირად განიხილავენ ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა ნდობა (სოციალური კაპიტალის სისტემაწარმომქმნელი ფაქტორი) და საზოგადოების სოციალური  ერთიანობა. 

სხვადასხვა კულტურებში სოციალური კაპიტალის ვარიანტულობა

მეცნიერთა უმრავლესობა, რომლებიც სოციალური კაპიტალის პრობლემას იკვლევს, აღნიშნავს, რომ ის დიდწილად საზოგადოების კულტურის მახასიათებლებზეა დამოკიდებული. კერძოდ, რ. პატნემს მიაჩნია, რომ სოციალური კაპიტალი ისტორიული და კულტურული ფაქტორებით არის განპირობებული [Patnem, 2001, gv. 33]. ფ. ფუკუიამამ თავის წიგნში „ნდობა“ გამოთქვა მოსაზრება, რომ სოციალურ კაპიტალს, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და ეკონომიკისთვის, აქვს ღრმა კულტურული ფესვები. განსაზღვრავდა რა კულტურას, როგორც „მემკვიდრეობით ეთიკურ ჩვევას“ ფუკუიამას მიაჩნდა, რომ ეთიკური კოდები, რომელთა საფუძველზე საზოგადოება არეგულირებს ხალხის ქცევას, კულტურას აქცევს საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად [Fukuiama, 2002 gv. 144].

არსებობს ემპირიული კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ სოციალური კაპიტალი დამოკიდებულია კულტურაზე და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეთნიკური ჯგუფებისა და მთელი ქვეყნების კეთილდღეობაზე. კერძოდ, რ. ინგლეჰარტმა განიხილა ურთიერთობები ნდობის დონეზე, ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და კულტურულ მახასიათებლებს შორის რელიგიური კუთვნილების მიხედვით [Inglehart, 2000]. ნახატი 1 გვიჩვენებს, რომ  ისტორიულად პროტესტანტული საზოგადოებები ინტერპერსონალურ ნდობის დონით კათოლიკურთან შედარებით,   სხვებზე მაღლა დგანან. ეს ტენდენცია შენარჩუნებულია მაშინაც კი, თუ ჩვენ ვაკონტროლებთ ეკონომიკურ განვითარებას: ინტერპერსონალური ნდობასა და მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ს შორის არის მნიშვნელოვანი კორელაცია (r = 0.60) ,  მდიდარი კათოლიკური ქვეყნებიც ამ მასშტაბით უფრო დაბალა დგანან, ვიდრე ისტორიულად პროტესტანტული ქვეყნები.

ამ საზოგადოებებში, კათოლიკები და პროტესტანტები, ინტერპერსონალური ნდობის მასშტაბით თითქმის ერთსა და იმავე სიმაღლეზეა განლაგებული. მათი საერთო ისტორიული გამოცდილება, და არა ინდივიდუალობა, გადამწყვეტი ხდება. ისტორიულად, კათოლიკური ეკლესია ცენტრალიზებული ადმინისტრაციის იერარქიული ინსტიტუტის პროტოტიპი იყო, პროტესტანტული ეკლესიები შედარებით დეცენტრალიზებული და უფრო ღიაა.  პროტესტანტული კულტურული მემკვიდრეობა უკავშირდება მაღალ ნდობას, ტოლერანტობას, კეთილდღეობასა და პოსტმატერიალზმს, რომელიც წარმოადგენს თვითგამოხატვის ფასეულობებს, მაშინ როდესაც კომუნისტური მმართველობის მემკვიდრეობა უარყოფით გავლენას ახდენს ამ ღირებულებებზე, თუნდაც, თუ ანალიზიდან გამოვრიცხავთ საზოგადოების ეკონომიკური განვითარების დიფერენციაციას და სოციალურ სტრუქტურას [Inglehart, 2000]. ამდენად, სხვადასხვა ქვეყნებში სოციალური კაპიტალის განსხვავებული დონე გვიჩვენებს (იხ. მაგალითად, რ. ინგლხარტის "ფასეულობების მსოფლიო კითხვარი" http://margaux.grandvinum.se/SebTest/wvs/index), რომ სოციალური კაპიტალი დამოკიდებულია საზოგადოებების პოლიტიკური სისტემის კულტურულ თავისებურებებზე.

ნახატი 1. 65 ქვეყანაში პიროვნებათაშორისო ნდობა და

ეკონომიკური განვითარების დონე (Inglehart, 2000)     

საქართველოს ეთნიკური ჯგუფების სოციალური კაპიტალის

ქროს-კულტურული თავისებურებები

მოცემული კვლევის ერთ-ერთი ძირითადი ვარაუდი არის ის, რომ ეთნიკური კულტურები გავლენას ახდენს სოციალური კაპიტალის  თავისებურებებსა და ბიზნესის განვითარებაზე. ცხრილი 1 გვიჩვენებს იმ შერჩევით ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებშიც  გამოკვლეულია  საქართველოს სოციალურ კაპიტალში კულტურათაშორისი განსხვავებები და სოციალური კაპიტალის ურთიერთობა ინდივიდების ეკონომიკურ მახასიათებლებთან. კვლევის პროცესში შესწავლილია საქართველოს  ცენტრალურ  ქალაქებში  (თბილისი, ქუთაისი და ბათუმი) მცხოვრები ექვსი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა საერთო რაოდენობა 574 ადამიანია. რესპონდენტთა უმრავლესობას უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ქართველები გამოიკითხა სამივე ქალაქის მიხედვით, რათა მომხდარიყო რეგიონული განსხვავებებით შექმნილი ცვალებადობას  ნიველირება. ამ კვლევის მთავარი მიზანი იყო  საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის სოციალური კაპიტალის  გაზომვა. კითხვარი სტანდარტული იყო, ის მოიცავს მეთოდოლოგიას, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური კაპიტალის სტრუქტურის, სოციალურ-ეკონომიკური  წარმოდგენების შესწავლას. კვლევაში შეირჩა შემდეგი ეთნიკური ჯგუფები: ქართველები, აზარბაიჯანელები, სომხები, ებრაელები, რუსები.

   ცხრილი 1

საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა

სოციალური კაპიტალის შესწავლის ნიმუში

ეთნიკურიჯგუფი

რესპონდენტებისრაოდენობა

საშუალოასაკი

მამაკაცები

ქალები

ქართველები

161

37

80

81

აზერბაიჯანელები

130

35

75

55

სომხები

110

36

65

45

ებრაელები

94

32

50

44

რუსები

79

38

49

30

 
 
პიქტოგრამა 1. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ექვსი ეთნიკური ჯგუფის სოციალური კაპიტალის მაჩვენებელთა გაზომვა

ვიზუალურად, ჰისტოგრამა 1 გვიჩვენებს, რომ სოციალური კაპიტალის ყველა კომპონენტის ინდიკატორები ეთნიკურ ჯგუფებს შორის განსხვავებულია. თუმცა, ამ განსხვავებების განხილვამდე საჭიროა განისაზღვროს, რამდენადაა ისინი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. კრუსკალ-ულისის ჰ კრიტერიუმის გამოყენება გვიჩვენებს, რომ ყველა განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია (ცხრილი 2).

ცხრილი 2

კრუსკალ-უოლისის H კრიტერიუმების მიხედვით განსხვავებები სოციალურ კაპიტალში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების მიხედვით

 

 

ნდობა

ტოლერანტობა

სამოქალაქო

იდენტობა

სამოქალაქოიდენტობა

(პოზიტიურობა)

ქართველები (საშ. რანგი)

443,9

445,2

436,3

433,4

 აზერბაიჯანელები (საშ. რანგი)

421,7

442,0

441,5

465,5

 სომხები  (საშ. რანგი)

417,1

404,2

387,6

388,5

ებრაელები (საშ. რანგი)

401,1

366,0

370,9

380,9

რუსები (საშ. რანგი)

325,5

439,1

445,3

510,2

                  χ2

11,0

16,3

14,5

23,0

                р

0,05

0,006

0,013

0,000

კვლევის მიხედვით ყველაზე დაბალი ქულა აზერბაიჯანელებში, სომხებსა და რუსებში ნდობის ფაქტორს აქვს. ეს მონაცემები არ  წარმოადგენს  სიახლეს.  საქართველოს ეთნიკურ ჯგუფებში ნდობის ფაქტორი ზოგადად დაბალია და ეს დასტურდება ამ საკითხზე სხვა  ადგილობრივი და უცხოური გამოკვლევებით. მთლიანი  შერჩევიდან ყველაზე დაბალი ნდობის მაჩვენებელი  შეინიშნება რუსებში - 3 ქულა 5 ქულიან სკალაზე და სომხებში  (ჰისტოგრამა 1), დანარჩენი ჯგუფებისათვის საშუალო ჯგუფის ნდობის ინდიკატორი დაახლოებით 3-დან 4 ქულამდე მერყეობს. ამრიგად, კვლევის შედეგად გამოვლინდა  რომ ექვსიდან ხუთ  ეთნიკურ ჯგუფში, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ეთნოკულტურული მახასიათებლებით, ნდობის ინდიკატორები, უმნიშვნელოდ განსხვავდებიან. კრუსკალ-უილისის H-კრიტერიუმის  მაჩვენებლებიდან  ჩანს, რომ ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. როგორც ჩანს,  ჯგუფის შიგნით არსებობს რყევები, მაგრამ ისინი არ არიან პრინციპული. ანუ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთი სახელმწიფოს ფარგლებში შევძლებთ ჯგუფების მოძიებას, რომელთა წარმომადგენლებს ძალიან დაბალი და ძალიან მაღალი ნდობა აქვთ. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ, ზოგადად, სახელმწიფოში დომინირებს დაბალი ნდობის ტენდენცია, რომელიც შენარჩუნებულია ცალკეული ეთნიკური ჯგუფის კულტურული თავისებურებებისაგან დამოუკიდებლად.

კვლევაში განხილულ იქნა საერთო ტოლერანტობა (ჰისტოგრამა 1), რომელშიც შედიოდა სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელთა ტოლერანტობის მაჩვენებლები სხვა ეთნიკური ჯგუფების, არაკონფესიური ჯგუფების, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების, დისიდენტების. შეიძლება ითქვას, რომ საერთო ტოლერანტობა უფრო დაბალია რუსებსა და სომხებში, ვიდრე სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებში. სავარაუდოდ, ტოლერანტობის შეფასებისას, ჩვენი კულტურის გავლენას ვაწყდებით. მოდერნიზაციის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე ეთნიკურ ჯგუფებში ტოლერანტობა შეიძლება განსხვავდებოდეს. სხვა ტრადიციული ჯგუფები, როგორც წესი, ნაკლებად ტოლერანტული არიან სხვა ჯგუფების წარმომადგენლების მიმართ. ალბათ, ამ შემთხვევაშიც ჩვენ ასევე ვგრძნობთ მოდერნიზაციის დონის გავლენას ტოლერანტობის დონეზე.

სამოქალაქო იდენტობის გამოხატვის პარამეტრს ახასიათებს ჯგუფებს შორის  განსხვავებები: მთავარი განსხვავება ისაა, რომ ეს მაჩვენებელი  დაბალია -  რუსების, სომხებისა და აზარბაიჯანელებისათვის, ხოლო მაღალია  ქართველების და ებრაელებისთვის. მსგავსი ტენდენცია შეიძლება დაფიქსირდეს, როდესაც ვითვლით სამოქალაქო იდენტობის პოზიტიურობას. 

ამრიგად, თუ  შევაჯამებთ კვლევაში შესწავლილი ეთნიკური ჯგუფების სოციალური კაპიტალის დამახასიათებელ მონაცემებს, შეგვიძლია დავინახოთ შემდეგი განსხვავებული ხაზები.  გამოკვლეულ ჯგუფებში ნდობა უფრო მაღალია და ტოლერანტობა და სამოქალაქო იდენტობის მახასიათებლები უფრო დაბალია. სავარაუდოა, რომ ამაში იმალება ჯგუფური სოციალური კაპიტალის  არსი, რომელიც ეთნიკური კუთვნილების მიხეთვით განისაზღვრება. ასეთმა სოციალურმა კაპიტალმა შესაძლებელია ხელი შეუწყოს სეპარატიზმს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ნდობა ყოველთვის არ შეიძლება იყოს სოციალური კაპიტალის  მახასიათებელი, თუ გავითვალისწინებთ სოციალურ კაპიტალს მაკროდონეზე. პოლიკულტურული საზოგადოების სოციალური კაპიტალის შეფასებისას საკმარისი არ არის მხოლოდ ინტერპერსონალური ნდობის  დადგენა - ეს შეიძლება იყოს სოციალური კაპიტალის  შიდაჯგუფური  მახასიათებელი, ასეთი კაპიტალი შესაძლებელია არ გავიდეს ეთნიკური ჯგუფის მიღმა. აუცილებელია სოციალური კაპიტალის შეფასება სისტემურად და სისტემის პარამეტრებში უნდა ჩავრთოთ სოციალური კაპიტალის გარე ჯგუფური ინდიკატორები. სოციალურ დონეზე ესაა სამოქალაქო იდენტობის მახასიათებლები და ტოლერანტობის დონე ჯგუფების წარმომადგენლებისათვის. თუ გადავიტანთ ეთნიკური ჯგუფის სოციალური კაპიტალის მახასიათებლებს ბიზნესპრაქტიკაზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ნდობა დადებით როლს თამაშობს ბიზნესის განვითარებაზე, მაშინ როდესაც ტოლერანტობა და სამოქალაქო იდენტობა უარყოფითად აისახება მასზე. ამ საკითხს მიეძღვნა არაერთი გამოკვლევა (იხ. მაგალითად: Shengelia, 2017), სადაც შესწავლილია ნდობის ზეგავლენა მულტინაციონალური კომპანიის განვითარებაზე. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1.  Коулман  Дж. Капитал социальный и человеческий // Общественные науки и современность. 2001. № 3. С. 122–139.
  2.  Патнэм  Р. Чтобы демократия сработала. Гражданские традиции в со временной  Италии / Пер. с англ. А.М. Захарова.  М., 1996.
  3.  Adler P., Kwon S. (2002): «Social capital: Prospects  for a new concept.» Academy of Management Review 27(1), 17–40.
  4. Almedom  A.M. Social capital  and  mental  health:  An interdisciplinary re- view of primary evidence // Social science and Medicine. 2005. 61. P. 943–964.
  5. Berishvili  Kh. (2017) Condradictory character of the process of liberalization and integration ofeconomic relations and influence of this process on the countries with small economi. 6th Business & Management Conference, Geneva, p. 3
  6. Fukuyama  F. Social capital // Culture  matters:  How values shape human progress / Eds. L.E. Harrison, S.P. Huntington. New York, 2002. P. 98–111.
  7. Hofstede  G. Culture  and organization: Software  of the mind. New York, 1997. 4–21
  8. Inglehart R.,  Genes,  culture, democracy, and  happiness // Culture  and Subjective well-being.  / Eds. E. Diener,  E.M. Suh. Cambridge, Massachusetts, 2000. P. 165–183
  9.  Putnam  R.D. Social capital: measurement and consequences  // Canadian Journal of Policy Research 2001, vol.2, № 1, р. 41–51.
  10. Shengelia T. (2017) Interpersonal and Organizational Trust, As Factor  of Social Capital and Its Influence On the Motivation of International Company Employees. Ecoforum Journal, Volume 6, Issue 2
  11. Shengelia T. (2017) Determination of correlative relations between social capital, trust and motivation in the international company.6th Business & Management Conference, Geneva. Pages 32-32
  12. Shengelia T. (2013) Global Business.Tbilisi, Publishing House „Universal“.
  13. Shengelia T. (2014) Business Aticiphobia and the Terms For Overcaming in Georgia.  Georgian International Journal of Scince,Tecnology and Medicine, Volume 6, Issue 4,  Nova Science Publishers, Inc. PP. 331-337
  14. Shengelia T. (2017) Determination of correlative relations between social capital, trust and motivation in the international company.6th Business & Management Conference, Geneva. Pages 32-32 
  15. Shengelia T. (2017) The role of state regulation of investment in the Georgia business development. International business in the world economic system. Universal, Tbilisi. ISBN 9789941175986
  16. Shengelia T. (2016) Generation of Knowledge Into Conception of Cultural Pragmatizm and its Influence on International Business. Ecoforum Journal. Volume 5,  Issue 2, p.265-268
  17. Shengelia T.  (2015). Terrorizm, As Socio-Political Phenomenon and Impeding Factor For Global Business. Volume 4,  Issue 2, pp.80-86 , Journal of Social Sciences, Volume 3,  Issue 2, International Institute of Social and Economic Sciences. PP. 81-87.
  18. Shengelia T. (2014) Tendencies of The Capital International Movement and Its Influence on the Economy of the Sovereign State. Georgian International Journal of Scince, Tecnology and Medicine,  Volume 6, Issue 1, Number 4, Nova Science Publishers, Inc. PP. 49-55
  19. Shengelia T., Berishvili Kh. (2014). Evaluation of the Global Position of Georgia and its Role In the Development of Business. Georgian International Journal of Scince, Tecnology and Medicine, Volume 6, Issue 1, Nova Science Publishers, Inc. PP. 57-65 
  20. Shengelia T. (2013) Influence of Role of International Busines on Formation of International Relation Policy. Georgian International Journal of Scince, Tecnology and Medicine, Volume 5, Issue 3/4, Nova Science Publishers, Inc. PP. 219-228.
  21. Shengelia T., Berishvili Kh. (2013). Globalization and Place of Georgia in International Business. Georgian International Journal of Scince, Tecnology and Medicine, Volume 5, Issue 3/4, Nova Science  Publishers, Inc. PP. 229-238.
  22. Shengelia T. Metamorphoses and Results of Business Development in Georgia. Materials of reports made at the international scientific-practical conference held at Paata Gugushvili institute of  Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University in 2013. P. 74-78